ონლაინ შეძენის პირობები
შეძენის და საგარანტიო პირობები:
ძვირფასო მომხმარებელო!
ჩვენი ონლაინ მაღაზიიდან ყიდვის განხორციელებამდე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ჩვენთან მოქმედ შემდეგ პირობებს:
- ონლაინ მაღაზიიდან გაყიდული საქონელი უკან აღარ მიიღება!
- ონლაინ მაღაზიიდან გაყიდულ საქონელზე არ ვრცელდება გარანტია! (გარანტია ვრცელდება მხოლოდ ორ კერძო შემთხვევაში, როდესაც აუდიო/ვიდეო სისტემის დაგეგმვა, მონტაჟი და შემდგომი რეგულირება ხდება შპს „CARAUDIO.GE“-ს მიერ რეკომენდირებულ მემონტაჟესთან და აგრეთვე იმ შემთხვევაში,როდესაც თვითონ მწარმოებელი ოფიციალურად ახდენს წუნიანი საქონლის დაბრუნებას და ახლით ჩანაცვლებას.
- საგარანტიო პერიოდი შეადგენს ერთ კალენდარულ წელს და ვადის ათვლა იწყება შენაძენის შესრულების დღიდან)
- საგარანტიო მომსახურება გულისხმობს კონკრეტული დაზიანებული/საეჭვო პროდუქტის (აპარატის/ნაწილის) შეკეთებას. იმ შემთხვევაში თუ შეკეთებას სჭირდება 3 კალენდარულ თვეზე მეტი პერიოდი, ჩვენი კომპანია ჩაანაცვლებს ასეთ პროდუქტს ახლით და ან დააბრუნებს მასში გადახდილ ღირებულების თანხას.
- ონლაინ მაღაზიიდან წუნის მქონე საქონლის უკან დაბრუნება მოხდება მხოლოდ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ქარხნული წუნის დადასტურების შემდეგ! (ექსპერტიზის ჩატარების ხარჯებს მთლიანად ანაზღაურებს მომხმარებელი!)
მიტანის პირობები:
- მიტანის სერვისი მომოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ოკუპირებული რეგიონების გარდა!
- მიტანის სერვისს უზრუნველყოფს საფოსტო ოპერატორი „საქართველოს ფოსტა“ გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მიტანის პირობებს:
- შენაძენის მიწოდება ხდება შპს „CARAUDIO.GE“-ს ოფიციალურ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან 2 – 5 სამუშაო დღეში (ზოგ შემთხვევაში 7 სამუშაო დღემდე) თქვენ გექნებათ საშუალება თვალი ადევნოთ ამანათის გადაზიდვის სტატუს.
- გთხოვთ, შეამოწმოთ მოწოდებული ამანათის შეფუთვის/ყუთის მდგომარეობა, ვიდრე მოაწერთ ხელს საფოსტო კურიერის მიღება ჩაბარების აქტს!
- ამანათის შეფუთვას არ უნდა აღენიშნებოდეს რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება მაგალითად ისეთი, როგორიცაა: ჩაღუნული ყუთი, გახეული ყუთი, როდესაც ჩანს ყუთს შგთავსი, დაზიანებული ან დახეული პლასტიკური შეფუთვა, ჩაღუნვები, ანატკეჩები, ან რაიმე სხვა ისეთი სახის დაზიანება რაც გაფიქრებინებთ, რომ ამანათის შიგთავსიც შეიძლება იყოს დაზიანებული, და ან ამანათი იყოს გაქურდული. ასეთი დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ უარი თქვათ ამანათის მიღებაზე და მკაფიოდ განუმარტოთ კურიერს თქვენი უარის მიზეზი!
- დაზიანებული ამანათის ჩაბარებაზე თქვენს მიერ უარის თქმის შემთხვევაში, ამანათი ბრუნდება შპს „CARAUDIO.GE“-ში სადაც მოხდება დაბრუნებული ამანათის დეტალური შემოწმება. თუ აღოჩნდება, რომ შიგთავსი არ არის დაზიანებული შეკვეთა გადაიფუთება და ხელახლა გაიგზავნება მომხმარებელს რაიმე დამატებითი ფინანსური ხარჯების გაღების გარეშე (იგივე მისამართზე). გთხოვთ გაითვალისწინოდ რომ შპს„CARAUDIO.GE“ იხსნის პასუხისმგებლობას აანაზღაუროს ასეთ შემთხვევაში დამდგარი დაგვიანების, მორალური, ან სხვა რაიმე ზიანის ხარჯები!
- თუ შიგთავსი აღმოჩნდება დაზიანებული შპს „CARAUDIO.GE“-ს ჩაანაცვლებს დაზიანებულ პროდუქტს ახლით და მყიდველს დამატებიტი ფინანსური ხარჯის გარეშე თავიდან გაეგზავნება შენაძენი მის მიერ მითითებულ მისამართზე. ხოლო იმ კერძო შემთხვევაში, როცა მყიდველის მიერ შეძენილი საქონელი იყო შპს “CARAUDIO.GE”-ს საწყობში ბოლო ეგზემპლიარი და ვერ მოხერხდება მისი ახლით ჩანაცვლება მყიდველის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე ან ელ. ფოსტაზე მოხდება მყიდველთან დაკავშირება და მასთან შეთანხმებით დაიწყება თანხის უკან დაბრუნების პროცესი. ( გთხოვთ გაითვალისწინოდ რომ, თანხის დაბრუნების პროცესს შეიძლება დასჭირდეს 3-14 სამუშაო დღე) გთხოვთ გაითვალისწინოდ რომ შპს„CARAUDIO.GE“ იხსნის პასუხისმგებლობას აანაზღაუროს ასეთ შემთხვევაში დამდგარი დაგვიანების, მორალური, ან სხვა რაიმე ზიანის ხარჯები!
- მიტანის სერვისის საფასური გამოითვლება ამანათის მთლიანი წონიდან გამომდინარე და დამოკიდებულია მიწოდების რეგიონზე.
- ჩვენი საიტი ავტომატურად თვლის მიტანის საფასურს და ეს თანხა აისახება ანგარიშსწორების გვერდზე ვიდრე მყიდველი მოახდენს გადახდას. საიტზე ყიდვის პროცესის დასრულების შემთხვევაში („შეძენის“ ღილაკზე მიჭერით) მყიდველი დაასრულებს ონლაინ მაღაზიაში შეძენის პროცესს და მითითებული თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება მის მიერვე მითითებული საბანკო ბარათიდან.
- თუ მყიდველს სურს რამოდენიმე პროდუქტის ერთდროულად შეძენა, ჩვენი რჩევაა შესაძენი პროდუქტების დაჯგუფება და ერთიანად შეძენა, რათა მყიდველს არ მოუწიოს მიტანის სერვისის საფასურის ცალკ ცალკე გადახდა.
- საფოსტო გზავნილების და საკურიერო მომსახურების კომპანიების შიდა განაწესის მიხედვით ისინი იხსნიან ყველანაირ ვალდებულებას ამანათის შიგთავსის დაზიანებაზე თუ ამანათის შეფუთვას არ აღენიშნება რაიმე სახის გარე დაზიანება, რასაც ამავდროულად შეეძლო გამოეწვია შიგთავსის დაზიანებაც!
- შპს„CARAUDIO.GE” უერთდება ამ მიდგომას და ვაცხადებთ რომ, ვერ მივიღებთ ვერანაირ პრეტენზიას თუ ამანათის გარე შეფუთვას არ აღენიშნება ისეთი სახის დაზიანებები რომელებსაც ასევე შეეძლო ამანათის შიგთავსის დაზიანება!
- გთხოვთ ასევე გაითვალისწინოდ:
- იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მისამართზე ამანათ(ის)(ების) ჩასაბარებლად მოსულ საფოსტო კურიერს არავინ გაუღებს კარს, ან არავინ აღმოჩნდება ისეთი ვინც შესძლებს დაიტოვოს თქვენი ამანათი (პირადობის მოწმობის და ხელმოწერის დაფიქსირებით მიღება ჩაბარების აქტში), კურიერი არ დატოვებს ამანათს და მიიტანს მისი კომპანიის უახლოვეს რეგიონალურ ოფისში. თქვენ შეგიძლიათ მიაკითხოთ ამ ოფისს და გაიტანოთ ამანათი, თუმცა ამისთვის ყველა შესაძლო გაწეული ხარჯების პასუხისგებლობა დაგეკისრებათ თქვენ.
- თუ საფოსტო/საკურიერო კომპანიის რეგიონალურ/ტერიტორიულ ოფისში ამანათს მიტანიდან 5 სამუშაო დღეში არავინ მიაკითხავს , მოხდება ამ ამანათის უკან დაბრუნება/გადმოგზავნა ჩვენს კომპანიის საწყობში, საიდანაც თქვენ შემდგომში შესძლებთ ამანათის გატანას. (შეიძლება დაგეკისროთ უკან ტრანსპორტირების გადასახადი) შესაძლებელია ასევე მოითხოვოთ ამანათის ხელახალი ტრანსპორტირება თქვენს მისამართზე თუმცა ამანათის ხელახალი ტრანსპორტირების/მიწოდების საფასური თქვენ დაგეკისრებათ.
- კომპანია CARAUDIO.GE ვერ უზრუნველყოფს ამანათების ადგილმდებარეობის სტატუსის თვალყურს მანამ სანამ ამანათ(ი)(ები) არ ჩაბარდება მიმღებს და ან არ დაბრუნდება ჩვენ საწყობში/ოფისში/მაღაზიაში.
- ამანათების ადგილმდებარეობის მოძიების პასუხისმგებლობა ეკისრება შემკვეთს/მომხმარებელს რომელმაც სურვილისამებრ საფოსტო/საკურიერო კომპანიის მეშვეობით შეუძლია გაარკვიოს ამანათ(ის)(ების) ადგილმდებარეობა და შეუთანხმდეს მათ ამანათ(ის)(ების) აღებაზე/გატანაზე ან ხელახლად მის მისამართამდე მიტანაზე საკურიერო სამსახურის მეშვეობით.
- თუ ამანათს არავინ მოიკითხავს 6 კალენდარული თვის მანძილზე კომპანია CARAUDIO.GE იტოვებს სრულ უფლებას 6 თვის შემდგ მოახდინოს ამანათ(ში)(ებში) არსებული პროდუქტ(ტის)(ციის) ხელახალი რეალიზაცია და ან გამოიყენოს საქველმოქმედო მიზნებისთვის.